ცნობილი გახდა ახალდაფუძნებული პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელშიც 17 ადამიანი იქნება გაწევრებული: ლაშა ბაქრაძე, საბა ბუაძე, დეა მეტრეველი, გრიგოლ გეგელია, თამაზ დათუნაშვილი, სოსო ვახტანგაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი კუპრაძე, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, გია მორდეხაშვილი, თამარ შავგულიძე, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი კანაშვილი, კახა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდა. მასში გაერთიანდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ და პოლიტიკური პარტიები - „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“.